Wednesday, March 17, 2010

სასწავლო პროექტი:ლეო ქიაჩელი: „ჰაკი აძბა“
პრობლემა:• უჯუშ ემხასა და საზოგადოების პრობლემა • პრობლემის არსის სწორად გაგება.• უნდა გაწიროს თუ არა საზოგადოებამ უჯუში საკუთარი თავის გადასარჩენად?აქტივობები: ა) თამაში „ძაბვა“ რომლის მიხედვით აუცილებელია 2000 ვოლტიანი ელექტროძაბვის მავთულის ერთი მხრიდან ყველა უკლებლივ გადავიდეს მეორე მხარეს, როცა გარშემო არავითარი საშუალება არ არის, არის მხოლოდ ტრიალი მინდორი და ხალხი მავთულის ცალ მხარეს; ბ)დისკუსია: კლასი გაიმეტებს თუ არა ერთ მოსწავლეს, „დააბეზღებს“ თუ არა, რომ მოიპოვოს ექსკურსიაზე წასვლის უფლება;• მოსწავლე იძიებს მსგავს მასალას ქართულ ლიტ-ში;• მოსწავლე იძიებს მსგავს მასალას მს. ლიტურაში, ფილმებში;• მოსწავლე აგროვებს საგაზეთო მასალიდან ცნობებს მსგავს შემთხვევებზე• მოსწავლე აგროვებს ფოტომასალასა და ვიდეომასალას; დრო - მაქსიმუმ 1 თვე. ეტაპობრივად: • ინფორმაციის შეგროვება;• დამუშავება;• ანალიზი და სინთეზი. რა სახით წარუდგენს ჯგუფი აუდიტორიას მასალას? Power point-ში, სლაიდების სახით. აირჩია, რადგან ეფექტურია, მოძიებულ მასალას უფრო სწრაფად და ორიგინალურად გადასცემს კლასს, რადგან ჩვეულებრივი ფორმატი უკვე „მოძველებულია“.
მიზანი მოსწავლეების:
მოძიება ------- დაყრდნობა --------- წარდგენა ----------------- დასაბუთება
მიზანი მასწავლებლის: მოსწავლემ უნდა იცოდეს: • როგორ მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია;• როგორ წარადგინოს;
მოსწავლემ არ იცოდა: რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი დამოკიდებულება საკითხისადმი;
პრობლემა: • მოსწავლეს არ შეუძლია გასცეს თანაკლასელი, რათა მოიპოვოს ექსკურსიაზე წასვლის უფლება; • მოსწავლეს შეუძლია თავად აღიაროს დანაშაული, რათა კლასს მიეცეს ექსკურსიაზე წასვლის უფლება;• მოსწავლეს შეუძლია დასკვნის გაკეთება;

• მოსწავლეს არ შეუძლია სრულად წარადგინოს მთელი მონაპოვარი • რეგლამენტის გამო (თუმცა ენანება რაიმე გამოტოვოს); ამიტომ ფილტრავს და • მნიშვნელოვანს აწვდის კლასს.
შედეგი: მოსწავლე დამოუკიდებლად ეძიებს, იკვლევს, აკვირდება, დასკვნას აკეთებს. მოსწავლეს უყალიბდება უნარი - პრობლემის წარმოჩენისას ეძებოს გადაჭრის გზები. მის გარშემო არსებული რესურსების გამოყენებით გაზეთი, ადამიანი, ინტერნეტი, წიგნი, ფილმი, ფოტო... და ა.შ.
სტანდარტი: მოსწავლე მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში; მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მოსაზრებებს; ინდიკატორი და უნარები: • დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;• მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;• დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას;• მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი პროექტის ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ მონაკვეთებად, დამაჯერებლად საუბრობდა თუ არა);• მოსწავლე აკეთებს დასკვნებს;
სასწავლო პროექტი აქტუალურია, რამდენადაც საზოგადოება განიცდის სულიერ კრიზისს და როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია ნათქვამი, არც ერთი ომი მოგებულად არ ითვლება, თუ ერთი ადამიანი მაინც დაიღუპა... საზოგადოება უნდა ზრუნავდეს თითოეულ წევრზე, უნდა ცდილობდეს მის გადარჩენას, თუნდაც იმიტომ, რომ მერე თავად არ აგმოჩნდეს განწირულის სკამზე. პიროვნების სულიერი და ფიზიკური გადარჩენის აუცილებელი საწინდარია, ყოველი ადამიანის პრობლემის გაგება და მისი ხსნა.
მიზანი პროექტისა: • მოსწავლემ გაიაზროს და ჩამოუყალიბდეს შეგნებაში, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანის გაწირვა თავის გადასარჩენად;• მოსწავლე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოების, ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებრიობის მოთხოვნებს;სასწავლო მასალად გამოყენებულ იქნა: 1. მე-11 კლასის სახელმძღვანელო ვასაძის. 2. მიხეილ ჯავახიშვილი - „ეშმაკის ქვა“ 3, გ.ლეონიძე - „მარიტა“ 4. ჭ.ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“ 5. ი.ჭავჭავაძე - „სარჩობელაზედ“ 6. ბიბლია - იუდას მიერ იესოს გაცემის ეპიზოდი;7. ინტერნეტი8. ციფრული ფოტოაპარატი;9. კომპიუტერი;